Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 
 

 

ინტერიერის დიზაინი

 

დიზაინ-პროექტი - ეს არის თქვენი იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების განსახიერება თქვენი სივრცის დიზაინისთვის. შექმნა თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, ნიშნავს ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რომელიც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს – ფუნქციურს, მოცულობით – სივრცობრივს, ინჟინრულ – ტექნიკურსა და მხატვრულ – ესთეტიკურს.

ჩვენთან  ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა ხდება ყველა შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, სადაც საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი მოძრაობის გრაფიკა, სივრცეების ზონირებად დაყოფა და თანმიმდევრობა, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ავეჯი, გათბობა, ვენტილაციის გეგმები, იატაკები და გამწვანების ელემენტების ჩართვა. მხოლოდ ყველა საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტის შედეგად შეიძლება მოვიპოვოთ ოპტიმალური ფორმისა და მასშტაბის, აკუსტიკის, განათების და ფერითი გადაწყვეტის სპეციფიკური კანონზომიერებები.

"გალერეა რუმ დიზაინი" – ეს არის კომპანია, რომელსაც 18 წელია ენდობიან მომხარებლები, ლიდერი კომპანიები და ევროპელი პარტნიორები.  ჩვენ ვყიდით ემოციას, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და კვალიფიციურ დიზაინ-მომსახურებას. ჩვენ გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები იღებენ პარტნიორი ლიდერი ევროპული კომპანიებისგან და სერტიფიცირებული არიან მრავალწლიანი პრაქტიკული დიზაინ პროექტების მართვის მიმართულებით: Accademia di Belle Arti di Roma ITALY  - განათლება - interior designer & visualization artist ,  Project Management ,http://www.accademiabelleartiroma.it/media/485416/cs_san_pietroburgo.pdf

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური  გადაწყვეტილებებით. ჩვენი მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვგრნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ თქვენი საიმედო პარტნიორი.

 

 

დიზაინის პროექტზე მუშაობის თანმიმდევრობა

 

01.    ვდებთ კონტრაქტს და ვასრულებთ ტექნიკურ დავალებას

თქვენ მობრძანდებით ჩვენს მყუდრო და სასიამოვნო შოურუმში, გამოხატავთ თქვენს იდეებს  და სურვილებს. ჩვენ კი მოგისმენთ ყურადღებით და დაგისვამთ კითხვებს, თქვენი სტილის, ბიუჯეტის და ფუნქციონირებადობის შესახებ, რის შემდეგადაც გაფორმდება ფორმალური მომსახურების ოფიციალური  ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებს სხვადასხვა დოკუმენტების პაკეტის შედგენას, ღირებულებას, კომპოზიციას და "გალერეა რუმ დიზიანის" მომსახურების გარანტიის ვალდებულებებს. ტექნიკური დავალება არის ამოსავალი წერტილი, როდესაც ვქმნით  დიზაინის პროექტს თქვენი საცხოვრებლისთვის.

02.   ჩვენ გთავაზობთ დაგეგმვის გადაწყვეტილებებს

პირველ რიგში, ვამზადებთ ბინის განლაგებას ზონებად, სადაც გამოყოფილი იქნება თითოეული დეტალი ცალ-ცალკე   ფუნქციონალური გამოყენების  მიხედვით.  იმ შემთხვევაში, თუ ბინის განლაგება  და  ზონირება არ  იქნება მისაღები კლიენტისთვის, ჩვენ ვეცდებით ხელახლა გადავგეგმოთ თქვენი სივრცე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა დეტალს, ასევე რამდენიმე ბინის გაერთიანებას. ჩვენ განვავითარებთ კომფორტულ განლაგებას თქვენთვის და მოვაწყობთ წინასწარ შერჩეულ ავეჯით, დეკორატიული განათებით და დეკორით.

03.   3D ვიზუალიზაციის მომზადება

3D ინტერიერის ვიზუალიზაცია არის კონცეფციის გრაფიკული წარმოსახვა, სადაც ჩვენ ინტერიერის მოსაწყობად და მოსაპირკეთებლად ვიყენებთ რეალურ ნივთებს - მოწოდებულს ჩვენი ევროპელი პარტნიორი კომპანიებისგან, რომლებთანაც წარმატებით ვთანამშრომლობთ უკვე 18 წელია და ვახდენთ იმპორტს. გვყავს ჩვენი  მოქნილი და გამოცდილი სატრანსპორტო ჯგუფი და ასევე საკუთარი საწყობი იტალიაში, რაც გვეხმარება თავისუფლად მოვიძიოთ და  შემოგთავაზოთ ისეთი ნივთები და მასალები, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი იქნება თქვენთვის და თქვენი ბიუჯეტისთვის, რათა მაქსიმალურად სწორად მოხდეს პროექტის ვიზუალიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი რენდერები  ასახავს სამომავლო ინტერიერს ისეთ დეტალებით, რომ ძნელია განასხვავო  სამუშაო რენდერები  რეალური ფოტოებისგან. ეს კი გაძლევთ საშუალებას წინასწარ რეალური ვიზუალიზაციის საფუძველზე შეაფასოთ სრული ინტერიერი და  დეკორატიული მასალების  მიზანშეწონილობა, რემონტის დაწყებამდე მოახერხოთ საპროექტო პროექტის შეცვლა  და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება .

04.   სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება

ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტების სრულ პაკეტს, მათ შორის, ნახაზებს, გეგმებსა და შეფასებებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პროფესიონალი მშენებელი შეძლებს თქვენი პროექტის განხორციელებას, ან ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბინა გასაღების ჩაბარებით, სადაც არ იზრუნებთ არაფერზე და გექნებათ ყველა ინფორმაცია წინასწარ მომზადებული და ნანახი . 

დეტალური მიმოხილვა ჩვენი  ბოლო  მნიშვნელოვანი  ინტერიერის დიზაინ-პროექტების, რომელიც უფრო ნათლად ასახავს ჩვენს სამუშაო სტილს და დეტალებისდმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ასევე მნიშვნელოვნია ჩვენი დამკვეთების მოსაზრებები და გემოვნება, რომლის მიხედვითაც ხდება წინასწარი მონახაზის გაკეთება

 

 

 

 

ბოლო შესრულებული პროექტები

­
­
­
­
­
­
­

 

 

 

 

"გალერეა რუმ დიზაინი" ეს არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც არის პროფესიონალთა გუნდი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.
ჩვენ გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები იღებენ პარტნიორი ლიდერი ევროპული კომპანიებისგან.
ჩვენ ვართ  კვალიფიციური გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური  გადაწყვეტილებებით.

მომხმარებელთა აზრი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენთან მუშაობის შესახებ

 

--> //