Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 
 
 
 

 

არქიტექტურული დიზაინი
 

არქიტექტურა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო არსებობს: შენობა-ნაგებობათა დაგეგმარება, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინი, დიდი და მცირე ურბანული სივრცეების ორგანიზება და თანამედროვე მსოფლიოს მდგრადი ინფრასტრუქტურული განვითარება, ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანეს დარგს უკავშირდება.

არქიტექტურული დიზაინი ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება გვინდა და რა არის მიზნად დასახული, რომ პროექტი შესრულდეს სწორად. ექსტერიერი და არქიტექტურა არის თქვენი შენობის სავიზიტო ბარათი, რომლითაც უცხო ადამიანს ექმნება პირველი შთაბეჭდილება შენობის შინაარსზე, მისი მფლობელის არა მხოლოდ ესთეტიკურ გემოვნებაზე, არამედ ზოგადად მსოფლიომხედველობაზე, მის დამოკიდებულებაზე გარემოს მიმართ, რომლის პროექტრირებაც იწყება ნულიდან - დამხმარე შენობა-ნაგებოების ჩათვლით. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კერძო სახლები, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები თუ საოფისე ობიექტები, თითოეული სრულდება ბოლო ნიუანსებით, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა მაქიმალურად კომფორტულად და ეფექტურად გამოიყენონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი ფართები.

"გალერეა რუმ დიზაინში" ასეთ პროექტებს უკვეთავენ სხვადასხვა კომერციული ფართების თუ კერძო ბინის მომავალი მეპატრონეები, რომელთა თვალსაზრისით არქიტექტორი უნდა ფიქრობდეს და აანალიზებდეს ყველა იმ ნიუანსს, რაც უნდა აკმაყოფილებდეს დამკვეთის ნებიმიერ ამბიციურ არქიტექტურულ კონფიგურაციას თავისი სამშენებლო ნორმებით და უპირატესობებით, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს

 

  1. მთლიან არქიტექურულ გეგმას
  2. შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-გეგმარებითი სქემების ანალიზს
  3. საინჟინრო კომუნიკაციებს
  4. სახლის  ფორმას და  განლაგებას
  5. გარე 3D ვიზუალიზაციას და მოპირკეთების გეგმარებას დეტალებით
     

"გალერეა რუმ დიზანში" კი ამისთვის ზრუნავენ ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MDF-ის სერტიფიცირებული და მრავალწლიანი პრაქტიკული პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილი არქიტექტორ-დიზაინერები, ასევე WWF გერმანიის - განათლება - Project Management, Hamburg-ის გამოცდილი და სერტიფიცირებული კადრები , რომლებიც უზრუნველყოფენ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებს:

 

  • რისკების დაგეგმვა და მართვა
  • დაინტერესებულ მხარეთა დაგეგმვა და მართვა (Stakeholder Matrix) 
  • ხარისხის მართვა და კონტროლი
  • ბიუჯეტის (ხარჯების)  დაგეგმვა და მართვა
  • ადამიანური და სხვა მატერიალური რესურსების დაგეგმვა და მართვა
  • პროექტის ამოცანები და ინტერვენციის ჩარჩო (ლოგიკური ჩარჩოს აგება)
  • ადამიანური რესურსების განსაზღვრა
  • სამუშაოს დროში განაწილება, განტის ცხრილის აგება
  • საპროექტო წინადადების დოკუმენტაციის გაფორმების წესები

 

სამუშაო ეტაპები

01. არქიტექტურული სამუშაო ნაწილი

როგორც კი დადასტურდება ვიზუალური საპროექტო ნაწილი თქვენი საცხოვრებელი სახლის - თავისი კიბეებით და ერთმანეთის დამაკავშირებელი საკვანძო, საკომუნიკაციო სისტემებით - არქიტექტორი აკორექტირებს საესკიზო პროექტს სურვილის შემთხვევაში და იწყებს ახალი გეგმის და სქემების გამზადებას.

02. არქიტექტურული  კონსტრუქციული ნაწილი

კონსტრუქტორი ამოწმებს ყველა სამშენებლო საკონსტრუქციო ნაწილს. პირველ რიგში, როგორც ფუნდამეტზე, ასევე დანარჩენ არქიტექტურულ სამშენებლო ნაწილზე, ამაზდებს ნახაზებს და ინსტრუქციებს სამუშაო ბრიგადისთვის.

03. საინჟინრო პროექტირება

პროექტი გადაეცემა ინჟინერებს და ამის შემდეგ ისინი იწყებენ ყველა საკომუნიკაციო დავალების პროექტირებას: წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, გათბობა და ვენტილაცია, ელექტროობა და თბილი იატაკები.

04. პროექტის შეთანხმება

პროექტის დასრულების შემდეგ, საჭიროა დამკვეთის პასპორტი და დანარჩენი თანმხლები ყველა საბუთი, რის შემდეგაც ჩვენ ვათანხმებთ თქვენ პროექტს შესაბამის სანებართვო ორგანოში და ვიღებთ აუცილებელ თანხმობას შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს იქნება ოფიციალურად ნებადართული და დამტკიცებული სამშენებლო ნებართვა, რის შემდეგაც შესაძლებელია ობიექტის სამშენებლო ნაწილის დაწყება.

 

 

ბოლო შესრულებული არქიტექრურულ დიზაინ პროექტები

­
­
­
­
­
­
­

 

 

 

 

"გალერეა რუმ დიზაინი" ეს არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც არის პროფესიონალთა გუნდი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება. ჩვენ გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები იღებენ პარტნიორი ლიდერი ევროპული კომპანიებისგან. ჩვენ ვართ  კვალიფიციური  გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური  გადაწყვეტილებებით

მომხმარებელთა აზრი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენთან მუშაობის შესახებ

 

 

--> //
Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/home/roomdesi/tmp) in Unknown on line 0