Room Design Gallery
ფასდაკლება

აპარტამენტები ლისი ვერანდიდან


ერთერთი დასრულებული პროექტი ლისი ვერანდიდან, რომელიც გადაწყვეტილია თანამედროვე კლასიკულ სტილში.
ამ სტილს ძირითადად ის ადამიანები ირჩევენ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თანამედროვეობის მიერ შემოთავაზებული
კომფორტი, მაგრამ ამავე დროს მოსწონთ კლასიკური სტილის დიზაინერული ელემენტები, რაც ინტერიერს უფრო
მდიდრულსა და ესთეტიურს ხდის. 

პროექტების სია

ფერთა პალიტრა მაქსიმალურად მშვიდი და ბუნებრივია, რასაც ორგანულად ერწყმის ცოცხალი მცენარეები
და ამით ბუნებასთან სიახლოვის განცდა იქმნება. 

პროექტების სია

თანამედროვე აქსესუარები, მაგიდის და იატაკის ლამპა, ორიგინალური სტილის დეკორატიული
განათება
ერთგვარი პიკანტური ნოტებია, რომლებიც საინტერესო აქცენტებს სვამენ და კლასიკურ დიზაინში 
21-ესაუკუნის ექსტრავაგანტური შტრიხები შეაქვთ. 

პროექტების სია 

პროექტების სია

პროექტების სია

მთავარი მისაღები ოთახიდან სამზარეულო გამოყოფილია მსუბუქი და გრაციოზული დიზაინით გამორჩეული
ვიტრაჟით, რაც ერთგვარად ანეიტრალებს კედლებზე და კუნძულზე გამოყენებული მასიური ქვების სიმძიმეს. 

პროექტების სია

პროექტების სია

სააბაზანო გადაწყვეტილია მინიმალისტურ სტილში, მაგრამ გასათბობად და გლამურული ეფექტისთვის
შემოტანილია ოქროსფერი დეკრატიული განათება, საშხაპე, სარკის ჩარჩო და სხვა აქსესუარები

 

--> //