Room Design Gallery
ფასდაკლება
 

 

Saguramo

­
­
­

საგურამო

 

 

 

 

350 M2 საგურამო კერძო ბინა ხის სახლის სტილში 

 

"გალერეა რუმ დიზაინმა" დაასრულა კიდევ ერთი კერძო ბინის პროექტი საგურამოს ერთერთ მშვიდ და ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. პროექტის მთავარ კონცეფციას მთლიანად ნატურალური მასალით მოპირკეთება წარმოადგენდა.
 

ბინის საერთო მოცულობა (350 მ2) გაფორმებულია ეკლექტურ სტილში, რომელშიც შეხვდებით აღმოსავლურ მოტივებს და კოლონიურ სტილს.
 

არქიტექტორულად გადაწყვეტილია მთლიანი პანორამული სტილი, რათა მაქსიალურად შეგვეთავსებინა ბუნების ხედები ინტერიერთან და ორგანულად მოგვეხდინა ბუნების მშვიდი და ინეტერიერის ხის დეტალებით მოწყობის ბუნებრივი მომენტები. ასევე ნებისმიერი ოთახიდან შესაძლებელი გავხადეთ ტკბობა არსებული ფიჭვნარის სილამაზით.

პროექტების სია

 

პროექტების სია

პროექტების სია

 

სამზარეულო გაერთიანებულია სასადილო ზონასთან და კედელზე მოხდენილად არის შეხამებული ნატურალური ქვის დეტალები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ძველებურ ევროპულ სტილის სახლებში.

 

პროექტების სია

ბინაში ასევე არის მოსასვენებელი ოთახი სპეციალურად ცალკე განმარტოვებისთვის და მაქსიმალური სიმშვიდისთვის. ეს ძველებური სტილის ოთახი უკავშირდება საძინებლებს და შესაბამისად, ჰარმონიულად გადადის საძინებლების მშვიდ ზონაში.

 

ბინის ბოლო სართული ისევ მშვიდ და წყნარი ატმოსფეროს შემნას ემსახურება, სადაც სტუმრებთან ერთად შეიძლება განმარტოვება და ხის მასიური მოპირკეთების ფანჯრებიდან ბუნების სილამაზით ტკბობა.

 

დანარჩენი სივრცის  დეკორატიული ელემენტები - მსოფლიო რუქა მასიურ ხის ჩარჩოში და სამზარელოს ტექნიკა გადაწყვეტილია რეტრო სტილში, ინტერიერს ასევე განსაკუთრებულ ვინტაჟურ ელფერს სძენს ჭაღები.

 

 

 

პროექტების სია

პროექტების სია

პროექტების სია

 

--> //