Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/roomdesi/domains/roomdesign.ge/public_html/lib/Upload.php on line 3214
ჰოლანდიური შპალერის ახალი კოლექციები ჩვენს შოურუმში
Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

ჰოლანდიური შპალერის ახალი კოლექციები ჩვენს შოურუმში

"გალერეა რუმ დიზაინის" შოურუმში ჰოლანდიური ბრენდის Eijffinger-ის ვინილის და ფლიზელინის შპალერის 2023 წლის უახლესი
მოდელები გელოდებათ.

დახვეწილი და მდიდრული შპალერი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და მრავალფეროვანი ფაქტურით - წვრილი, ნაქსოვი ბამბუკის
ბუნებრივი სტრუქტურით, ტექსტურირებული უხეში და გლუვი ჩანართებით. კოლექციები ინსპირირებულია ბუნების ფერებით,
იქ სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერწყმის ერთმანეთს, დაწყებული თბილი ბუნების ტონებიდან, თამამ, ელეგანტურ ზურმუხტისფერ
მწვანემდე.

ჰოლანდიური შპალერის ახალი კოლექციები ჩვენს შოურუმში      ჰოლანდიური შპალერის ახალი კოლექციები ჩვენს შოურუმში      ჰოლანდიური შპალერის ახალი კოლექციები ჩვენს შოურუმში      ჰოლანდიური შპალერის ახალი კოლექციები ჩვენს შოურუმში


Eijffinger-ის ვინილის და ფლიზელინის შპალერი არის ეკოლოგიურად სუფთა, ადვილად წმენდადი, გამძლეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ,
და უძლებს ბზარებს. ბუნებრივი ფაქტურები, სასიამოვნო ტექსტურები და დახვეწილი ფერთა გამა Eijffinger-ის კოლექციების საიდუმლოა.
შპალერის დიზაინები გამოირჩევა თავისი უნიკალური ტექსტურული ზედაპირებით, რომელიც შეხებისას რეალურ შეგრძნებებს აღვიძებენ.
კოლექციებში აღმოაჩენთ მდიდრულ და თამამ, ნატიფ და თავშეკავებულ ფერთა გამას, ტექსტურული მრავალფეროვნებით, რომელიც მოგაგონებთ
ნატურალურ მასალებს: ფოთლებს, ხეს, ბამბუკს, ქვიშასა და ნაქარგ გობელენებს.

ცნობილი ჰოლანდიური ბრენდი და ჩვენი პარტნიორი Eijffinger-ი უკვე 140 წელია სამყაროს შპალერის და ქსოვილის უზადო ფერთა პალიტრის
შექმნით ალამაზებს. "გალერეა რუმ დიზაინი" კი თავის მომხმარებელს ნიდერლანდების სამეფოში წარმოებული ამ უნიკალური შპალერის
კოლექციებით ანებივრებს. შესაკვეთად გვეწვიეთ ჩვენს შოურუმში და კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერი დაგეხმარებათ თქვენს დიზაინზე
მორგებული შპალერის შერჩევაში. 

 

 

 

 

--> //