Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

საძინებლები - 4 ძირითადი პრინციპი იდეალური ოთახის მოსაწყობად

რემონტის და ინტერიერის მოწყობის დროს უამრავი ადამიანი კომპრომისს საძინებელი ოთახის ხარჯზე აკეთებს. თავის საქციელს კი შემდეგი მიზეზით ხსნიან: „ჩვენ მხოლოდ გვძინავს იქ!“ ამიტომ ამ ოთახის მოწყობას განსაკუთრებით ნაკლებ დროს და თანხას უთმობენ.

„ჩვენ მხოლოდ გვძინავს იქ“ კი სწორედ ის მიზეზია, რატომაც უნდა დავუთმოთ მეტი დრო და ინვესტიცია საძინებლების მოწყობას და ვაქციოთ ის სახლის ყველაზე კომფორტულ და ჰარმონიულ ოთახად. ეს ის ადგილია, სადაც გრძელი დამღლელი დღის შემდეგ ვისვენებთ და გონების განტვირთვას ვახდენთ.

როგორ უნდა შევქმნათ იდეალური საძინებლის ინტერიერი ? გაგაცნობთ 4 პრინციპს, რომლის გათვალისწინების შემდეგადაც თქვენ მიიღებთ სრულყოფილად ჰარმონიულ საძინებელ ოთახს.  

ინტერიერის დიზაინერების უმეტესობა თაყვანს სცემს სიმეტრიას, არა მხოლოდ საძინებელში, სადაც გონებას ვასვენებთ, არამედ მთელს სახლში.

სიმეტრია საძინებელ ოთახში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უმეტესწილად გულისხმობს სივრცის ერთნაირად მოწყობას საწოლის გარშემო. ერთნაირი მაგიდების, ლამპების და დეკორატიული აქსესუარების განთავსებას ორივე მხარეს და ყოველივე ამის შემოსაზღვრას ნახატით ან პოსტერთა სერიებით. 

საძინებლები - 4 ძირითადი პრინციპი იდეალური ოთახის მოსაწყობად

ჩვენი ოფიციალური პარტნიორის - La Casa Grifoni ავეჯი

საწოლის სამივე მხარეს ისე უნდა იყოს ნივთები განთავსებული, რომ ადვილად შეგეძლოთ მათ მიწვდეთ. ამას არ მხოლოდ პრაქტიკული მიზეზები აქვს, არამედ ესთეტიურადაც ძალიან სასიამოვნოა.

მაგიდები ირჩევა იმის გათვალისწინებით, თუ რის კეთება გიყვართ ძილის წინ ან დილას გაღვიძებისთანავე. ჩვეულებრივ, ადამიანების უმეტესობას სათავსო სჭირდება ისეთი სახის ნივთებისთვის, რომელთა გამოფენაც არ სურთ. ამიტომ უჯრებიანი მაგიდა ძალიან პრაქტიკულია.

მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მაგიდის ზედაპირი რაც შეიძლება ცარიელი იყოს. ეს შეიძლება ცოტა რთული აღმოჩნდეს, რადგან ყველაზე მოწესრიგებულ ადამიანებსაც კი უჭირთ გადაეჩვიონ მათზე ნივთების - უმეტეს შემთხვევაში, წიგნების განთავსებას, მაგრამ თუ საკმაოდ დიდი სათავსო გექნებათ, მაშინ შეძლებთ მინიმალიზმის პრინციპების დაცვას. მაგიდის ლამპა, სურათის ჩარჩო და სანთელი იდეალური კომბინაციაა საწოლის გვერდზე მდგარი ტუმბოსთვის ან მაგიდისთვის.

საძინებლები - 4 ძირითადი პრინციპი იდეალური ოთახის მოსაწყობად

ჩვენი ოფიციალური პარტნიორის - La Casa Grifoni ავეჯი

ბოლო წლებში პოპულარული ხდება საჭიროზე მეტი ავეჯის განლაგება საძინებელ ოთახში.  გირჩევთ, დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ რა გჭირდებათ სინამდვილეში.

საძინებელი ოთახის გადატვირთვა შეიძლება არა მხოლოდ სტრესის გამომწვევი აღმოჩნდეს, არამედ თქვენი მოძრაობაც შეზღუდოს. საწოლი, მის მხარეს განსათავსებელი პატარა მაგიდები ან ტუმბოები და ტანსაცმლის კარადა - ეს ავეჯი სრულიად საკმარისია საძინებელში.

ზოგჯერ ძალიან რთულია გარდერობისთვის სივრცის გამონახვა. მაგრამ თუ გაგიმართლათ და იმ იღბლიანთა რიცხვში აღმოჩნდით, ვისაც სივრცის პრობლემა არ აქვს, მაშინ დაჟინებით გირჩევდით, რომ ერთი ოთახი გამოყოთ როგორც გარდერობი ან გამოსაცვლელი ოთახი. ასე არა მხოლოდ უფრო მეტი ადგილი გექნებათ თქვენი სამოსის განსათავსებლად, არამედ საძინებელ ოთახშიც მეტი სივრცე დაგრჩებათ.

რაც შეეხება თქვენი საძინებლის მთლიან სტილს, იდეალურია თუ მცირე კვლევას ჩაატარებდით საუკეთესო ფერთა პალიტრის საპოვნელად და ამის გათვალისწინებით იმოქმედებდით. შეიძლება სკანდინავიური, მეორადი ან ვინტაჟური სტილის საძინებელი იმ საძინებლებზე მეტად მოგეწონოთ, რომლებიც სასტუმროს საძინებლების სტილში არიან გადაწყვეტილნი.

ამოირჩიეთ სტილი, რომელიც არის ინდივიდუალური, უნიკალური და ელეგანტური. სახასიათო ფორმის სკამები ან საწოლის თავი შეიძლება ფანტასტიურად მოერგოს ოთახის ლუქს. მაგრამ დაიცავით ზომიერება, რომ არ გადააჭარბოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ოთახიც გადაიტვირთება და ვერც ვერავინ დაიჯერებს, რომ ამ ყველაფერზე ნაფიქრი გაქვთ.

სასტუმროს არჩევისას ადამიანთა უმეტესობა ცდილობს დაჯავშნოს ნომერი, რომელშიც დიდი, კომფორტული და ფუმფულა საწოლი დგას. შემდეგში, როდესაც მოდის საძინებლის დიზაინის მოწყობის დრო, ეს ადამიანები ცდილობენ ასეთივე ტიპის საწოლი შეიძინონ.

გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ საწოლის კომფორტულობაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ტექსტილის ხარისხი. მაღალი ხარისხის ტექსტილის შეძენა ოპტიმალურ ფასად მართლაც დიდი გამოწვევაა ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში ჯობია არ მოერიდოთ დანახარჯებს და არჩევანი კარგ ხარისხზე შეაჩეროთ, რადგან მუშაობის და კარგი განწყობის ხარისხი ძილის ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

და ბოლოს...დამამთავრებელი ნოტები. ეს დიზაინის შექმნის პროექტის საუკეთესო ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს. დეკორატიული აქსესუარების განთავსება ოთახს დასრულებულ და ჰარმონიულ სახეს აძლევს. თავი აარიდეთ საეჭვო წარმომავლობის დეკორაციებს, რომელთა დამზადების დროსაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო მინარევების შემცველი საღებავები გამოიყენება და არჩევანი მხოლოდ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა დეკორატიულ აქსესუარებზე შეაჩერეთ.

საძინებლები - 4 ძირითადი პრინციპი იდეალური ოთახის მოსაწყობადსაძინებლები - 4 ძირითადი პრინციპი იდეალური ოთახის მოსაწყობად

ჩვენი ოფიციალური პარტნიორის - Eichholtz-ის დეკორატიული აქსესუარები

ასევე აუცილებელია, რომ საძინებელ ოთახში იდეალური ატმოსფერული განათება შევქმნათ. შეარჩიეთ შესაბამისი მაგიდის ლამპები დაახლოებით 30w განათებით. ასე კითხვისთვის საკმარისი სინათლე გექნებათ, თუმცა არც ისე კაშკაშა როგორიც ჭერის განათებაა.

საძინებლები - 4 ძირითადი პრინციპი იდეალური ოთახის მოსაწყობად

ჩვენი ოფიციალური პარტნიორის - Turri ავეჯი

რადგანაც ჭერის განათება ვახსენეთ, ესეც მინიმალურ დონეზე უნდა დააყენოთ. თქვენი მიზანია, რომ საძინებელი ოთახის მთავარი ელემენტიდან - საწოლი და მის ირგვლივ განლაგებული ავეჯი - აქცენტი სხვა რამეზე არ გადავიდეს.

ვიმედოვნებ, სასიამოვნოდ წასაკითხი სტატია გამოგვივიდა და შევძელით თქვენთვის ღირებული რჩევების მოცემა იდეალური საძინებელი ოთახის მოწყობისთვის.

--> //