Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში

 

თანამედროვე ყოველდღიურ სტრესულ გარემოში მნიშვნელოვანია ერთი ადგილი მაინც გვეგულებოდეს როგორც მყუდრო თავშესაფარი, და თუ ასეთი სწორად ჩვენი სახლია, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრესი 50% მაინც შემცირდება. 
კარგი ინტერიერის დიზაინი, რა თქმა უნდა, თავიდან ვერ აგვარიდებს ეგზისტენციალურ კრიზისს, მაგრამ მისი დახმარებით შეგვიძლია შევქმნათ სივრცე, სადაც შევძლებთ დასვენებას და ძალების აღდგენას. 

1. კარგი განათება მნიშვნელოვანია
შეუძლებელია ბუნებრივი განათების უგულებელყოფა. განათების წყარო ქმნის იმ სიმყუდროვის განცდას, რომლის მიღწვევაც ძნელი იქნებოდა მისი არარსებობის შემთხვევაში. ჩრდილოეთის ფანჯრებიდან შემომავალი, კარგად განაწილებული შუქი კარგი დასაწყისია სარელაქსაციო სივრცის შექმნისთვის; საღამოს კი ჯობია უპირატესობა რბილ განათებას მივანიჭოთ. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


2. გააკეთეთ ხედი გარესამყაროზე
ცნობილია ბუნების დამამშვიდებელი ეფექტი განწყობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დროის დიდ ნაწილს დახურულ შენობებში ვატარებთ, გარე სამყაროს მაინც დიდი გავლენა აქვს ყოველდღიურობაზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავიდან ავირიდებთ სივრცის გადატვირთვს დეკორატიული ნივთებით და ამის ნაცვლად ოთახში ბუნებას შემოვიყვანდით. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


3. დამამშვიდებელ ფერთა პალიტრა
განწყობის შექმნაში ფერს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანის განწყობაზე მანიპულირება ფერთა გარკვეული პალიტრით ძალიან ადვილია. ნათელ, კაშკაშა ფერებს ენერგიაზე მოვყავართ, ხოლო ნეიტრალურ ტონებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. ფერთა გამა არა მხოლოდ განწყობის შესაქმნელად გამოიყენება; ფერის დახმარებით შეგვიძლია ხაზი გავუსვათ სივრცის ფუნქციას, ან დავაკავშიროთ ერთი სივრცე მეორესთან. 


4. ფუნქციური სივრცე
კარგი დიზაინის ერთერთი ძირითად პრინციპი მისი ფუნქციურობაა. ფუნქციური დიზაინი, გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამავე დროს, სიმშვიდის განცდას აღძრავს. მაგალითად, სამზარეულო ისე უნდა იყოს დაგეგმარებული, რომ ერთი ნივთის ასაღებად წასულს არ გიხდებოდეთ უამრავი წინაღობის გადალახვა, რაც დამატებითი სტრესის წყარო შეიძლება გახდეს. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


5. ორგანაიზერები, ორგანაიზერები და კიდევ ერთხელ ორგანაიზერები
მას შემდეგ, რაც ზედმეტ ნივთებს თავიდან მოვიშორებთ, დარჩენილი ნივთების მოწესრიგების დრო დგება. 
სათანადოდ ორგანიზებულ და მოწესრიგებულ ნივთებსაც თავისი წვლილი შეაქვს დამამშვიდებელი ეფექტის მქონე გარემოს შექმნაში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია ჩვენი ყოველდღიური რუტინა, გამოცდილ ინტერიერის დიზაინერებს შეუძლია დააგეგმაროს სივრცე იმგვარად, რომ ჩვენი ნივთები მუდამ მოწესრიგებული დარჩეს. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


6. ჩართეთ შეგრძნებები
სუნი, შეხება, ხმები - ყველა ეს ელემენტი თავის როლს თამაშობს მშვიდი გარემოს შექმნაში და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალი. ტექსტურებს შეუძლიათ უფრო მეტად დაგვეხმარონ სივრცის აღქმაში, რადგანაც მათზე შეხება აიძულებს ტვინს დამშვიდდეს და შეიგრძნოს გარესამყაროს თითის წვერების საშუალებით. რაც უფრო მეტ შეგრძნებას გაითვალისწინებთ დიზაინის მოწყობის პროცესში, მით უფრო მეტ გავლენას მოახდენთ განწყობაზე. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


7. შექმენით უნიკალური, დაგეგმარებული სივრცეები
ზონებს, რომლებსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს, რთულია თავი ავარიდოთ. მაგრამ სწორად დაგეგმარებული სივრცეების მეშვეობით შეგვიძლია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სამუშაო და სარელაქსაციო სივრცე. ხშირად საუბრობენ მუშაობის და ცხოვრების ბალანსზე ემოციურ და მენტალურ დონეზე, მაგრამ ეს ფიზიკური სივრცის მოწყობის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია, რომ სამუშა კაბინეტი გამიჯნული იყოს მოსასვენებელი სივრცისგან, რადგან ასე უფრო იოლია კარი მივუხუროთ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს და სამზარეულოში ოჯახის წევრებს შევუერთდეთ.


8. ნუ ეძებთ სრულყოფილებას
სივრცე, რომელიც მეტისმეტად დახვეწილია, არ ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას. ამავე დროს, სივრცე, რომელიც ძალიან მყუდროა, შეიძლება არ იყოს ელეგანტური. ბალანსის პოვნა არც ისე მარტივია. ამ შემთხვევაში დიზაინერებიიაპონურ ფილოსოფიურ მიდგომას wabi-sabi გამოყნებას გვტავაზობენ, რაც "სრულყოფილ არასრულყოფილებას" ნიშნავს. ქვევით მოცემულ ფოტოზე გამოსახულ დიზაინში წყლის სათლები გამოყენებულია, როგორც სანათები. ორგანული, არასრულყოფილი ზედაპირის ნაკეთობები მშვენიერ კონტრასტს ქმნის თეთრად მოელვარე, თანამედროვე მაგიდის ზედაპირთან. განსხვავებული სტრატეგიების ბალანსირებით ჰარმონიის და სიღმისეულობის განცდა მიიღწევა. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


9. ხაზი გაუსვით გარემოს სივრცულობას
რთულია ჩაკეტილი სივრცე აღიქვათ, როგორც დამამშვიდებელი. შემოსაზღვრულმა სივრცეებმა შეიძლება გამოწვიოს კლაუსტროფობია, მაშინ როცა ფართო ფანჯრები და ღია დიზაინის კონცეპტი თავისუფლების და შესაძლებლობების განცდას ქმნის. ელემენტთა უწყვეტი ნაკადი, სივრცეების ერთმანეთში გადასვლა მეტი სივრცის განცდას იწვევს, ხოლო საერთო ელემენტები სხვადასხვა ოთახებს ერთი სახლის ნაწილებად კრავს. 

როგორ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩვენს სახლებში


10. იმუშავეთ, როგორც რეჟისორმა 
ბევრ დიზაინერს და მოყვარულს უყვარს ინსტაგრამის, როგორც შთაგონების წყაროს გამოყენება. ძალიან მარტივია წარმოიდგინო დიზაინი განყენებულ იმიჯად, გაყინული დროსა და სივრცეში. მაგრამ, რადგანაც დიზაინს ფუნქციური დატვირთვაც აქვს, უმჯობესია მასზე ვიფიქროთ, როგორც ფილმზე. ასე უფრო მარტივად გავიგებთ როგორ აღვიძებენ განსხვვებული ელემენტები სხვადასხვა ემოციას. ფილმები სწორედ ემოციების გასაღვიძებლადაა შექმნილი. ფერი, ხმა და სცენა - თითოეული ასოცირებულია გარკვეულ ემოციასთან, რომელიც მაყურებელს უფრო ღრმად ითრევს ფილმის მიერ გადმოცემულ ამბავში. 

 

 

--> //