Room Design Gallery
ფასდაკლება
 
 

 

Blog & News

­
­
­

სიახლეები

 

 

 


 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

 

ნეიტრალური ფერები

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

2020 წელს ინტერიერის დიზაინში კვლავაც ტრენდული იქნება ნეიტრალური ფერები. ეს ფერები კლასიკურ პალიტრას და მშვიდ ჩრდილებს ქმნის, და რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტად არ არის გადატვირთული. ამ ფერთა პალიტრაში დომინირებს თეთრი თავისი ცივი და თბილი ქვედატონებით; ასევე ნაცრისფერის და ბეჟის ტონები. ვარაუდობენ, რომ 2020 წელს წინ წამოიწევს თბილი ნატურალური ფერები, ხოლო ცივი თანდათან გადაინაცვლებს უკანა ფონზე. ნუ უგულებელყოფთ ნეიტრალურ ფერებს დეკორში. ისინი შესანიშნავი არჩევანი იქნება თქვენი კედლებისთვის, აგრეთვე ავეჯისა და გადასაფარებლებისთვის.

 

ხავერდი

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

ხავერდი შეიძლება ვერ ზის ყველას გემოვნებაში, მაგრამ ის წლის შიკი იქნება. იგი იდეალური კომბინაციაა ლაქშერისა და კომფორტის. როდესაც ხავერდი ესმით, უმეტესობას თვალწინ წითელი ხავერდის გადასაკრავები წარმოუდგებათ წარსულიდან. თუმცა წელსაც და მომავალშიც ინტერიერის დიზაინერები ხავერდის უფრო ფართო სპექტრში წარდგენას გეგმავენ, ფერთა პალიტრაც გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იქნება ვიდრე ოდესმე. საუბარია ლურჯზე, ვარდისფერზე, ფორთოხლისა და ყავისფერის ტონებზე.

 

შავ-თეთრი ინტერიერის დიზაინი

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

შავი და თეთრი - ფერთა პალიტრის დასაწყისი და დასასრული. მათ მიერ შექმნილი კონტრასტი ნამდვილი ღვთის საჩუქარია ინტერიერის დიზაინერებისთვის. უამრავი გზა არსებობს, რომ ეს ინის და იანის ტრენდი თქვენს ინტერიერის დიზაინში შეიტანოთ. მაგალითად, შავი დივანი და სავარძლები ზედ მიყრილი თეთრი ფერის დეკორატიული ბალიშებით, შევრონის პრინტი, შავ-თეთრი მარმარილო და კიდევ მრავალი კომბინაცია არსებობს, რომელშიც ეს ორი ფერი სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს.

 

გეომეტრიული ორნამენტები

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

გეომეტრიული ორნამენტების ტრენდი წელსაც აღმასვლის გზაზეა, იმდენად, რომ მისი ხილვა უკვე ყველა კუნჭულშია შესაძლებელი - იატაკზე, სავარძლებზე, შპალერზე, გადასაფარებლებზე, დეკორზე, ფინჯნებსა და ჭაღების ფიქსატორებზეც კი. ძალიან ადვილია, რომ გადააჭარბოთ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, გეომეტრიული პრინტის თავიდან მოშორება არც ისე ადვილია. ამის გამო 2020 წელს დიზაინერები ძალიან ეცდებიან, რომ ბალანსი დაიცვან. უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ ან თანამედორვე ორნამენტებს სკამებსა და გადასაფარებლებზე და ამოირჩიეთ ერთი კუთხე, სადაც გეომეტრიული პრინტი თამამ განაცხადს გააკეთებს. ან რას იტყოდით გეომეტრიულ აბაზანის ფილებზე ან წვრილი ზოლებით დახაზულ შპალერზე?

 

ჩარდახიანი საწოლი

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

არის რაღაც შთამბეჭდავი, მდიდრული და კომფორტული ჩარდახიან საწოლში. 2020 წლის ბევრი ტრენდი წარსულის გამოძახილია. ასეა ჩარდახიანი საწოლის შემთხვევაშიც. ასეთი ტიპის საწოლის უპირატესობაა, რომ მას ძალიან თბილი და მყუდრო გარემოს შექმნა შეუძლია. თქვენი საწოლი სტილის და კომფორტის ოაზისი ხდება. თუმცა დიდი ყურდღება უნდა მიაქციოთ საწოლის ჩარჩოს ზომას, რადგან არასწორი ზომის შემთხვევაში თქვენი მთელი ინტერიერი დამძიმდება.

 

ბიოფილია ინტერიერის დიზაინში

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

ბიოფილია ახალი ტრენდია, რომელსაც იმგვარად შემოაქვს გამწვანება ინტერიერში, რომ მას მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი ქონდეს. ბოლო წლებია თანამედროვე საზოგადოება მეტად ორიენტირებული გახდა მდგრადობასა და კლიმატის ცვლილებებზე. უამრავ ადამიანს სურს ქონდეს თანამედროვე სტილით მოწყობილი სახლი, მაგრამ ამავე დროს ითავსებდეს ორგანულ ელემენტებს გარემოდან. ინტერიერის დიზაინერები გამოეხმაურნენ ამ ტრენდს და გვთავაზობენ მეორადი ხის მასალისგან დამზადებულ სკამებსა და მაგიდებს, აგრეთვე ცოცხალი მცენარეები შემოაქვთ სახლის დიზაინში, რაც სუფთა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის. აქამდე ტრენდული ჰაი-ტექ სახლები იყო, მაგრამ 2020 წელი ბუნებისკენ მიბრუნების წელია. საძინებლები და სააბაზანოები გარდაიქმნა სივრცეებად, რომლებიც სავსეა ბუნებაში მოპოვებული ელემენტებით, როგორიცაა ხე, ლითონი, და ქვა. ფემინური ტონები ინტერიერის დიზაინში.

 

ფემინური ტონები ინტერიერის დიზაინში

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

2019-2020 წლებში აქტუალური გახდა ფემინური ფერები, კონკრეტულად კი ვარდისფერის ვარიაციები.

 

ყვავილების თემა

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

ყვავილებიანი ქსოვილი და შპალერი წარსულის კიდევ ერთი გამოძახილია. ყვავილების თემა მუდამ ჩვენს გარშემო ტრიალებდა, მაგრამ დიდი განსხვავებაა 2020 წლის ინტერიერის ტრენდებსა და იმ ვარდისფერ ყვავილებიან შპალერსა და ავეჯს შორის, რომელიც შეიძლება ბებიათქვენის სახლიდან გახსოვდეთ. ტრადიციულად, ყვავილების თემა ყველაზე კარგად მუშაობს შპალერზე. შპალერის ტრენდები დღეს სხვადასხვა ზომის და ფერის ყვავილთა ორნამენტებს აერთიანებს, თუმცა ყვავილთა ფორმები უფრო აბსტრაქტულია ვიდრე ოდესმე.

 

სამზარეულოს და სააბაზანოს დეკორი

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

ერთერთი საუკეთესო გზა, რომ თქვენს სამზარეულოს და სააბაზანოს განსაკუთრებული ლუქი შესძინოთ არის ნიჟარის უკანა კედლის გაფორმება დეკორით. 2020 წელს თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ კაშკაშა ფერის ფილები.

 

მეტალის მიქსი ინტერიერის დიზაინში

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

მიმდინარე წელს მეტალი ყველგან იქნება წარმოდგენილი. საუბარია ვერცხლზე, ოქროზე, კალასა და სპილენძზე. კალის პანელები წელს ძალიან ტრენდული იქნება სამაზარეულოს კედლებისთვის. ასევე ძალიან პოპულარული იქნება სხვადასხვა მეტალისგან აწყობილი დეკორი. ვერცხლი და ყავისფერი მეტალები კარგად მუშაობენ ერთად, აგრეთვე რკინა და ოქრო ან ბრინჯაო. თუმცა ფრთხილად იყავით, რომ არ გადააჭარბოთ. სამ მეტალზე მეტის ერთ სივრცეში გამოყენება ძალიან ტვირთავს სივრცეს.

 

მაქსიმალიზმი დიზაინში

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

მინიმალიზმის დრო დასრულდა, ახლა მაქსიმალიზმია მოდაში. მაქსიმალიზმის მიზანია ხაზი გაუსვას სიდიადეს და ბრწყინავლებას. თქმაც არ უნდა, რომ ინტერიერის დიზაინერები მიყვებიან ამ ტრენდს. გრანდიოზული, თამამი, კაშკაშა ფერები და ორნამენტები, გაუდისეული დეკორი და ფერადი აბსტრაქტული ნახატები. თუმცა შეზღუდვები აქაც არსებობს, რადგან ძალიან ადვილია ზღვარს გადასცდეთ და სივრცე არეული და გადატვირთული გამოგივიდეთ.

 

შავი ფერის დაბრუნება

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

შავი დაბრუნდა და ახლა უფრო მეტად დომინირებს ვიდრე ოდესმე! დაწყებული სააბაზანოს სანიტარიიდან და პანელებიდან დამთავრებული შავი ფერის კედლებით და ავეჯით, შავი ფერი თქვენს სახლს მეტად შიკ ლუქს შესძენს. მიზეზი, რის გამოც შავზე წარსულში უარი თქვეს არის ის, რომ ეს ფერი სივრცეს უფრო მცირეს აჩენს და შეიძლება კლასუტროფობიის შეგრძნება გამოიწვიოს. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა კონტრასტული ფერების შეტანით შეგიძლიათ. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ წელს პოპულარული იქნება შავის და თეთრის დაპირისპირება. ასე რომ, თეთრის ან სხვა ღია ფერის შხეფები ამ საკითხს მარტივად მოაგვარებს.

 

მწვანე აქცენტები

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

მწვანე ფერი სიახლესა და ბუნებასთან ასოცირდება და რადგანაც წელს მოდაში იქნება ბიოფილიური თემები, გამართლებულია, რომ ინტერიერში მწვანე ფერის ელემენტები შევიტანოთ. მწვანე მცენარეების განთავსება კარგი გადაწყვეტილებაა ნეიტრალურ ფერებში გაფორმებული ოთახისთვის. 2018-2019 წლები გამოირჩეოდა სუკულენტების პოპულარულობის ზრდით. მართალია, წელს ეს ტრენდი პოპულარულობას კარგავს, მაგრამ ინტერიერის დიზაინერების განცხადებით მწვანე ფერის მცენარეების მნიშვნელობა კვლავაც დიდია. თუ ცოცხალი მცენარეების დიდი მოყვარული არ ხართ, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ მწვანე ფერის მცენარეებით გაფორმებული შპალერი, გადასფარებლები ან მოათავსოთ მწვანე დეკორატიული ნივთები ოთახის ინტერიერში.

 

საინჟინრო გარემო ინტერიერის დიზაინში

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

საინჟინრო გარემოს ტრენდი ორი კონფლიქტური ელემენტის - ტექნოლოგიის და ბუნების მიქსია. მეცნიერება და ტექნოლოგია გამოიყენება ისეთი მდგრადი ნივთების შესაქმნელად, რომელიც სილამაზესთან ერთად სიკეთის მომტანიც იქნება გარემოსთვის. ამ ტრენდის მიმდევრები მეორად მასალებს ახალ სიცოცხლეს აძლევენ და რადგანაც მდგრადობა არასდროს გადავა მოდიდან, დარწმუნებულნი ვართ, რომ მეცნიერები და ინტერიერის დიზაინერები კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას ლამაზი გარემოს შესაქმნელად.

 

ბუნების ფერები

 

2020 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

და ბოლო ტრენდი, რომელზეც ვისაუბრებთ, შთაგონებას იღებს ისევ და ისევ ბუნებიდან და ინტერიერიც მაქსიმალურად ბუნების ფერებშია გადაწყვეტილი. აქ დომინირებს ხის, მეტალის, ტყის, თიხის და სხვა ნატურალური ფერები, რომელიც ქმნის გარემოს იდეალურს მედიტაციისა და რელაქსაციისთვის ხანგრძლივი დღის შემდეგ  მოსასვენებლად.

 

 

--> //