Room Design Gallery
ფასდაკლება
 

 

Tskneti

­
­
­

წყნეთი

 

 

 

 

საცხოვრებელი კერძო ფართი წყნეთში 500 m2

 

კონკრეტული ბინის დიზაინი სპეციალურად შექმნილია დიდი ოჯახისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ და შესაბამისად, ქონდა ამბიცია და მიზანი, რომ საცხოვრებელი სახლი შექმნილიყო უცხოეთში ჩამოყალიბებული გემოვნების და დაგროვილი სურვილების გათვალისწინებით. ამგვარად, ჩვენმა  დიზაინერულმა გუნდმა  ყველაფერი გავაკეთა იმისათვის, რომ ბინა ყოფილიყო მისი მფლობელების ოცნების განსახიერება.

პირველ სართულზე  ჩვენ ვხვდებით ფართო, გაშლილ ჰოლს პასტელურ ფერებში, მომხიბლავი სიკაშკაშით და რბილი ფერებით.

მსუბუქი, რბილი ავეჯის ჯგუფის შემადგენლობა და მინიმალისტური სპილენძის ჩარჩოებიანი მაგიდა განსაკუთრებულ კომფორტულ განცდას ქმნის ინტერიერში. კედლები მოპირკეთებულია რბილი ტექსტურის სპეციალური პანელებით  და იდუმალი, მუქი მარმარილოს გამოყოფილი ბარით, რომელიც თანამედროვე ელფერს სძენს ბინის კონცეპტუალურ ნაწილს, ასევე დიდ როლს ასრულებს  დეკორატიული განათება და თანამედროვე ბუხარი, პასტელურ ფერში გადაწყვეტილი მშვიდი ფარდები და მარმარილოს იატაკი, რომლის ფუნქციაც ბინის კომპოზიციურად შეკვრაა. 

განსაკუთრებით ატმოსფერულია პირველი სართულის დიზაინი - ულტრა ლაუნჯ ზონა. ეს ორგანულად ერწყმის ბინის დანარჩენ გარემოს ექსკლუზიური რბილი ღია ფერის ავეჯით და დეკორატიული და ელეგანტური ჟურნალების მაგიდების კომპოზიციით, ასევე სასადილო დიდი მაგიდით ათ პერსონაზე და ორი ელეგანტური ხაზის კედლის კარადებით, რომლებიც უფრო მეტად უსვამენ ხაზს ინტერიერის განსხვავებულ ფორმას,

დღის განმავლობაში მოსასვენებელი ზონა განათებულია ბუნებრივი განათებით; მას ჭერის უმეტესი ნაწილი უჭირავს, საღამოს თბილი განათებების  შემადგენლობა თანაბრად ანაწილებს სინათლეს მთელ ტერიტორიაზე. 

ლაუნჯ-ზონის ატმოსფერო გრძელდება  უნიკალური სველი წერტილით, რომელიც ისეთ შთამბეჭდავ ბუნებრივ თემებსა და ეთნიკურ ნიმუშებს შეიცავს, როგორიცაა: ცოცხალი ყვავილები და ბუდას ქანდაკება - განლაგებული დაძველებული მუხის ხის თაროებზე, სადაც აგრეთვე მოთავსებულია ბუნებრივი მდინარის ქვის ხელითნაკეთი ნიჟარა. კომპოზიცია საერთო ჯამში ჰარმონილად ერწყმის დანარჩენი ოთახების ინტერიერს.

მეორე სართულზე განთავსებულია ბიბლიოთეკა. ელეგანტური Cattelan- ს მაგიდა, დიზაინერული პუფი  და ექსკლუზიური Moooi chandelier - შესანიშნავი ჭაღი, მშვენიერ ადგილს ქმნის კითხვისა  და დასვენებისთვის, ამ ყველაფერს სპორტული დარბაზი და სასტუმრო ოთახი მოყვება.

ჩვენი დამკვეთის თითოეული საძინებლის ინტერიერი შეიქმნა მისი მფლობლების პიროვნების საფუძველზე, რისთვისაც ჩვენ სპეციალურად გავეცანით მშობლებისა და ბავშვების სურვილებს და მათ ღირებულებებს.

პროექტების სია

პროექტების სია

 

 

პროექტების სია

პროექტების სია

პროექტების სია

 

პროექტების სია

პროექტების სია

პროექტების სია

 

--> //