ჰორეკა მიმართულების რეკონსტრუქციული დიზაინ პროექტი - რესტორანი თბილისის შუაგულში
„რუმ დიზაინ სტუდიო“ უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ჰორეკა მიმართულების ინტერიერის დიზაინის პროექტებზე. წარმოგიდგენთ ჩვენს
ერთ-ერთ მიმდინარე დიზაინ პროექტს თბილისის შუაგულში მდებარე რესტორნისთვის, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე და ელეგანტური
სტილის ინტერიერით. პროექტი მიზნად ისახავს განსხვავებული დიზაინის რესტორნის შექმნას თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.
ობიექტის საერთო ფართი 685 კვადრატული მეტრია.
რესტორნის ინტერიერში, კერძებთან და სერვისთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შთამბეჭდავი ატმოსფეროს შექმნაა,
რაც მომხმარებელში დადებით ემოციებს იწვევს და ადვილად რჩება მის მეხსიერებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა, საინსპირაციოდ,
პროექტის კონცეფციაში ელეგანტურობის და ბუნების სინთეზი წარმოადგინა, რამაც უფრო მეტი ჰარმონია და სიმდიდრე შემოიტანა
თანამედროვე და ინდუსტრიულ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში.
რესტორნის დიზაინში შემოტანილია მინიმალისტური ელემენტები და თითოეული დეტალი ორიგინალურ და დახვეწილ გემოვნებას უსვამს
ხაზს. მაღალი კლასის რესტორნის ინტერიერის მოსაწყობად 3D ვიზუალის რენდერში გამოყენებულია იტალიური ბრენდების, მეგა ფორმატის,
კერმგრანიტის ფილები, დეკორატიული შპალერი, განათება და ჰორეკა მიმართულების ჰოლანდიური წარმოების ავეჯი.
ინტერიერის პროექტირებისას დიდი ყურადღება ეთმობა სივრცეების გადანაწილებას. აღნიშნულ პროექტში რესტორნის ზონირებისთვის
ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო ბარის გამოყოფა დარბაზის ცენტრალურ ნაწილში. ამ მიზნით, „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს არქიტექტორებმა
რამდენიმე დარბაზი ერთ სივრცეში გააერთიანეს და ინტერიერის ცენტრში თანამედროვე და გრაფიკული ორნამენტების ფაქტურის მქონე
ფილებით მოპირკეთებული ელეგანტური ბარი განათავსეს. დიზაინში ბარის დეკორატიული განათებისთვის გამოყენებულია ელეგანტური
ჭაღი ბროლის ეფექტებით, რომელიც შეხამებულია წყლის ეფექტის მქონე, უჟანგავი ფოლადის ჭერის პანელთან.
ფერთა ბალანსის გასანეიტრალებლად ინტერიერის კედლებს აბსტრაქტული სტილის დეკორატიული პანო ამშვენებს, რომელსაც
დამატებით პასტელური ფერები შემოაქვს დიზაინში. სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად შერჩეულია სპეციალურად
ჰორეკა მიმართულებისთვის შექმნილი ნატურალური ხავერდის, უმაღლესი ხარისხის სავარძლები და დივნები. რესტორნის მთლიან
სივრცეში მაგიდები გამოყოფილია თანამედროვე სტილის დეკორატიული განათებით. სივრცის დეკორაციისთვის კი გამოყენებულია
ულამაზესად გამწვანებული ლატუნის კარკასები, რასაც კიდევ უფრო მყუდრო, საინტერესო და ბუნებრივი შტრიხები შემოაქვს ინტერიერში.
ჩვენმა არქიტექტორ-დიზაინერებმა რესტორნის გარე და შიდა სივრცე ყველა დეტალის გათვალისწინებით იდეურად და სტრუქტურულად
დააგეგმარეს. ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შეგრძნების შესაქმნელად გარე სივრცე დეკორირებულია ულამაზესი მცენარეებით.
ტერასის მოსაპირკეთებლად შერჩეულია უმაღლესი ხარისხის, ყინვაგამძლე კერამიკული გრანიტის ფილები და სტუმრებისთვის მაქსიმალური
კომფორტის შესაქმნელად გარე სივრცის მოსაწყობად გამოყენებულია კომფორტული, ფუნქციური და დახვეწილი გარე ავეჯი.