Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/roomdesi/domains/roomdesign.ge/public_html/lib/Upload.php on line 3214
Room Design Gallery
ფასდაკლება

ბინის ინტერიერი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტილში

წარმოგიდგენთ "რუმ დიზაინ სტუდიოს" მიერ შესრულებულ თანამედროვე დიზაინ პროეტს ერთ-ერთი 135 მ2  
საცხოვრებელი ბინისთვის თბილისის ცენტრში. დამკვეთის მოთხოვნა იყო, შეგვექმნა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს
სტილში გადაწყვეტილი მდიდრული ინტერიერი თბილ და ნეიტრალურ ფერებში. ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერი
გადაწყვეტილია ყავისფერი და თეთრი ფერების ურთიერთშეხამებით. 
 

პროექტების სია

მისაღებ ოთახში ექსკლუზიურად და იდეალურად დაბალანსებული დეკორის შესაქმნელად, TV კედელზე გამოვიყენეთ
ეკოლოგიურად სუფთა, იტალიური ბრენდის Cotto Deste-ს მეგა ფორმატის მარმარილოს დეკორატიული ფილები და
ბუნებრივი ხის დეკორატიული პანელი. სივრცეების განათებისთვის ჩვენმა დიზაინერებმა შეარჩიეს ორიგინალური,
მდიდრული და თანამედროვე სტილის Masiero-ს დეკორატიული ჭაღები, გაწყობილი ოქროსფერი მეტალის ელემენტებით. 
მისაღების ინტერიერში უფრო მეტი სიმყუდროვისთვის განთავსებულია პრემიუმ კლასის, იტალიური ბრენდის Paolo Castell-ის
ავეჯის კომფორტული კომპლექტი - თეთრი დივანი და სავარძლები.

პროექტების სია

დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, ბინის ინტერიერი უნდა ყოფილიყო სტუდიოს ტიპის, სადაც სივრცეები იზოლირებული
არ იქნებოდა. ამიტომ, ჩვენი დიზაინერების გუნდმა გადაწყვიტა, შესასვლელის, მისაღების და სამზარეულოს სივრცეები
მხოლოდ დეკორატიული კედლების ტიხრებით გამოეყო, რომლებსაც ჰოლანდიური ბრენდის Eijffinger-ის კლასიკური  

სტილის შპალერი ამშვენებს.

პროექტების სია


პროექტების სია



პროექტების სია


პროექტების სია
 

საცხოვრებელი ბინის საძინებლების ინტერიერიც შეიქმნა მფლობელების ხასიათისა და მოთხოვნების გათვალისწინებით,
რისთვისაც ჩვენ გავეცანით თითოეული ოჯახის წევრის სურვილებსა და ღირებულებებს. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა
იყო, საძინებლებში ბუნებრივი და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა, რაც ჩვენმა ინტერიერის დიზაინერებმა უმაღლესი
ხარისხის, იტალიური ბრენდის Wall&Deco-ს კედლის დეკორატიული პანოებით გადაწყვიტეს.


პროექტების სია


პროექტების სია


პროექტების სია


პროექტების სია

ბინას გააჩნია 2 სველი წერტილი, რომლებიც დამკვეთის სურვილის შესაბამისად, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის
დიზანში არის გადაწყვეტილი. აბაზანის დიზაინში უფრო მეტი მდიდრული და ელეგანტური ატმოსფეროს შესაქმნელად,
ჩვენმა დიზაინერებმა მარმარილოს ფაქტურის მეგა ფორმატის კერამიკული ფილები გამოიყენეს.


პროექტების სია


პროექტების სია


პროექტების სია

რაც შეეხება ექსტერიერს, „რუმ დიზაინ სტუდიოს“ გუნდმა შექმნა დიდი შუშაბანდებით გამოყოფილი ვერანდის დიზაინი,
კომფორტული მოსასვენებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია დეკორატიული მცენარეებითა და გარე ავეჯით.


პროექტების სია

ამ საცხოვრებელი ბინის დაპროექტებისას ჩვენმა დიზაინერებმა იზრუნეს იმაზე, რომ ინტერიერის დიზაინი ყოფილიყო
მდიდრული და ელეგანტური, მაგრამ ამავდროულად მყუდრო და კომფორტული. თანამედროვე, ექსკლუზიური დიზაინი
შეიძლება იყოს განსხვავებული პიროვნების გემოვნების და მოთხოვნების შესაბამისად. „რუმ დიზაინ სტუდიო“ დაგეხმარებათ,
თქვენი სურვილები და წარმოსახვა აქციოთ რეალობად.




 

 

 

--> //