Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/roomdesi/domains/roomdesign.ge/public_html/lib/Upload.php on line 3214
Room Design Gallery
ფასდაკლება

მდიდრული და საუცხოო ვილა თბილისთან ახლოს

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ უნიკალურ პროექტს - მდიდრულ ვილას თბილისთან ახლოს, რომელიც მომხიბვლელი და ექსკლუზიური
დიზაინით გამოირჩევა. კლასიკურ და თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში ნათელი აქცენტები და საოცარი დეკორაციები
მომაჯადოვებელ და მომხიბვლელ გარემოს ქმნიან. პროექტში გამოყენებული ყველა მასალა - შპალერი, ავეჯი, განათება, დეკორატიული პანო,
კერამიკული ფილები და საფარდე ქსოვილები არის მხოლოდ პრემიუმ კლასის, რომლებიც ექსკლუზიურად შევუკვეთეთ „გალერეა რუმ
დიზაინის“ შოურუმში. პროექტის საერთო ფართი მოიცავს 1500 კვმ.

პროექტების სია

პირველ სართულზე განთავსებული მისაღები ოთახი გადაწყვეტილია თბილ, ნეიტრალურ ფერებში და ნეოკლასიკურ სტილში.
ოთახის შუაგულში დომინირებს სპეციალურად ვილებისა და სასტუმროებისთვის დამზდებული დიზაინერული სანათი, რომელიც
ორიგინალურ კომპოზიციურ განათებას ქმნის ინტერიერში. სივრცეში მყუდრო გარემოს შესაქმნელად, განთავსებულია უმაღესი ხარისხის,
დეკორატიული კერამიკული გრანიტის ფილებით მოპირკეთებული ბუნებრივი ბუხარი. მისაღები ოთახის კედლებს იტალიური წარმოების
ულამაზესი დეკორატიული შპალერი და მარმარილოს ფაქტურის მეგა ფორმატის, ნეოკლასიკური სტილის კერამიკული ფილები ამშვენებს.
კედლები შეფუთულია ნატურალური ხის ფაქტურის პანელებით, რომლებიც ინტერიერში ამაღლებულ განწყობას ქმნიან.

სასტუმრო ოთახის მოსაწყობად პროექტში სპეციალურად გამოყენებულია პორტუგალიური ავეჯის მწარმოებელი ბრენდის, პრემიუმ ხარისხის
LASKASAS კომფორტული და ექსკლუზიური ავეჯი, რომელიც პროექტის სპეციკიკაციების გათვალისწინებით სივრცის საერთო ფერთა
გამასთან არის შეხამებული. მისაღები ოთახის იატაკი მოპირკეთებულია DIESEL-ის ბრენდის სამშრიანი ნატურალური ხის მეტალიზირებული
ჩანართების პარკეტით, რაც განსაკუთრებულ და გამორჩეულ განწყობას ქმნის ინტერიერში.

პროექტების სია

ვილის პროექტის ერთ-ერთ ფუფუნების ადგილს წარმოადგენს პირველ სართულზე განთავსებული შიდა აუზი, რომლის ინსპირაციის
წყარო სიმდიდრის და ბუნებრიობის სინთეზი გახლავთ. აუზის ინტერიერს განსაკუთებულ იერსახეს აძლევს ექსკუზიურად შექმნილი
დეკორატიული წყალგამძლე პანო, ელეგანტური დეკორატიული სანათები და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის BISAZZA-ს
უძველესი ტექნიკით შემუშავებული მოზაიკა, შეხამებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, მეგა ფორმატის
კერამოგრანიტის ფილებთან, რომელშიც გაერთიანებულია მკვეთრი ბუნებრივი მასალები და მშვიდი პალიტრა, გეომეტრიული და
დახვეწილი ლუქსორის ტიპის ჩანართებით.

ინტერიერში განსხვავებული ემოციის და დინამიკის შესაქმნელად კედელს ამშვენებს იტალიური მწარმოებლის INCIOSTRO BIANCO-ს
ქარხანაში ექსკლუზიურად „გალერეა რუმ დიზაინის“ შეკვეთით დამზადებული დეკორატიული პანო, რომელიც შექმნილია უძველესი
დროის ქანების, ოკეანის ქაფის და ბუნების ინსპირაციით.

პროექტების სია

სივრცის გასაზრდელად აუზის ჭერზე სპეციალურად გამოყენებულია უჟანგავი ფოლადის, გამჭვირვალე წყლის ეფექტის მქონე
დეკორატიული ჭერის პანელები, რომლებიც სარკისებრი ეფექტით ირეკლავენ აუზის წყლის ფერს და ქმნიან უფრო მეტ ჰარმონიულ
განწყობას. აუზის ვიტრაჟებს ამშვენებენ მაღალი ხარისხის, ნესტგამძლე, ნატურალური სელის მასალისგან დამზადებული ფარდები,
რომლებსაც დამატებით სიმყუდროვე შემოაქვთ ინტერიერში. საცურაო აუზის ტერიტორიაზე სრული კომფორტისთვის განთავსებულია
საუნა, საშხაპე, სააბაზანო ოთახები და მოსასვენებელი სივრცე.

ვილის ინტერიერის დიზაინში ყველა დეტალი და ელემენტი გააზრებულია. ჩვენი დიზაინერები შეეცადნენ, ყოველი ოთახის ინტერიერი
ექციათ ხელოვნების ნიმუშად, ისე, რომ ერთი ნახვითაც დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ადამიანს მეხსიერებაში სივრცის მომხიბვლელი
იერსახე. რაც შეეხება სასადილო ოთახს და სამზარეულოს, ეს ორი სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია სლაიდ სისტემის, გამჭვირვალე,
რელიეფური ტიპის შუშის და უჟანგავი ფოლადის პროფილებით დამზადებული ტიხრებით.

სამზარეულოს კედლის წინსაფარის დიზაინში გამოყენებულია წყალგამძლე დეკორატიული პანო ბუნებრივი ელემენტებით. დეკორზე
გამოსახული პრინტი ასოცირდება ბუნებასთან, რაც დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით იქნა შერჩეული და მისი ფერთა გამა კომპოზიციურად
შეესაბამება ინტერიერის კომფორტულ და მდიდრულ ავეჯს.

პროექტების სია

მეორე სართულის სივრცეს იკავებს 4 საძინებელი ოთახი და 3 სველი წერტილი. საძინებელი ოთახები მოწყობილია პრემიუმ ხარისხის,
ექსკლუზიური მასალებით, დეკორატიული, ორიგინალური პანოთი და განათებით, ასევე კომფორტული ავეჯით, რომლებიც ექსკლუზიურად
ფუფუნების მოყვარლთათვის არის შექმნილი „გალერეა რუმ დიზაინის“ პარტნიორი ბრენდებისგან. უფრო მეტი კომფორტისთვის მთავარ
საძინებელს გააჩნია თავისი საგარდერობო ოთახი და სველი წერტილი.

პროექტების სია     პროექტების სია

პროექტების სია     პროექტების სია

სააბაზანო ოთახის კედლებს ამშვენებს იტალიური წარმოების, უმაღლესი ხარისხის წყალგამძლე დეკორატიული შპალერი და მეგა
ფორმატის კერამიკული ფილები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში თავის პირველად იერსახეს უცვლელად ინარჩუნებენ. რაც შეეხება
აბაზანის კომპლექტს, პროექტში გამოყენებულია იტალიური წარმოების, უმაღლესი ხარისხის კერამიკული სანტექნიკა, შემრევი ონკანები და
საშხაპე მოწყობილობები, რომლებიც ინტერიერის ნეოკლასიკურ სტილთან გემოვნებით არის შეხამებული.

ვილის მეორე სართული გარშემორტყმულია გრძელი აივნით, ხოლო აუზის ზედა ნაწილის მთლიან სივრცეს იკავებს დიდი ტერასა, რომელიც
იდელური ადგილია რელაქსაციისთვის. ტერასა მოწყობილია გარე გამოყენების მქონე კომფორტული და რბილი იტალიური ავეჯით.

პროექტების სია

განსაკუთრებული სპეციფიურობით გამოირჩევა კიბის უჯრედი მოპირკეთებული ბუნებრივი მარმარილოს ქვით, რომლის სივრცე
გაფორმებულია ბუნებრივი ელემენტების მქონე დეკორატიული პანოთი, ნატურალური ხის 3D პანელით და ლედ განათების სისტემით,
რომელიც სინთეზურად ერწყმის სივრცის საერთო ინტერიერს.

ზოგადად, საერთო ინტერიერი გამოირჩევა განსაკუთრებული, მდიდრული ეფექტის მქონე აქცენტებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვილის
ინტერიერი
ხელოვნების ნიმუშის დონეზეა შექმნილი და ამის ნათელი მაგალითი კიბის გვერდითა ნაწილში დეკორაციისთვის განთავსებული
ქანდაკებაა, რასაც საინტერესო და მდიდრული შტრიხი შემოქავს ინტერიერში.

პროექტების სია

ვილის პროექტირებისას ლანდშაფტური დიზაინი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენმა პროფესიონალმა არქიტექტორ-დიზაინერების
გუნდმა არც ამაზე დაზოგა ენერგია და თთოეული სანტიმეტრის გათვალისწინებით შექმნა უნიკალური დიზაინის მქონე ექსტერიერი.

არსებული კონცეფციიდან გამომდინარე, ვილის საერთო პროექტში შენარჩუნებულია მინიმალისტური სტილი. გარკვეული ელემენტების გათვალისწინებით,
ექსტერიერი და ინტერიერი ერთანეთთან სინთეზურად არის დაკავშირებული, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. იმისათვის, რომ
არ გადატვირთლიყო ლანდშაფტური დიზაინი, ჩვენმა კვალიფიციურმა არქიტექტორებმა ექსტერიერის ზონირება ფუნქციონალურად და პრაქტიკულად
დაგეგმეს. ექსტერიერის სივრცე, ყველა დეტალის გათვალისწინებით, ისე არის დაყოფილი, რომ მარტივად იყოს შესაძლებელი გადაადგილება და
სივრცე არ გადაიტვირთოს. სავალი სივრცეები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამგრანიტის ფილებით, რომლებიც მარტივად აკავშირებს ერთმანეთთან
ზონებს. ექსტერიერის სივრცეების მაქსიმალურად გასამწვანებლად გამოყენებულია ბუნებრივი მოლი და მარადმწვანე დეკორატიული მცენარეები.

პროექტების სია        პროექტების სია        პროექტების სია

ექსტერიერის პროექტისთვის ექსკლუზიურად შექმნილია 2 დონიანი სივრცე ხელოვნური ჩანჩქერით და დეკორატიული აუზით, რომლის მიმდებარე
ტერიტორიაზე განთავსებული ლაუნჯ სივრცე მოპირკეთებულია წყალგამძლე, გარე გამოყენების ნატურალური ხის იატაკით. შადრევნის უკანა
კედელი მოწყობილია წყალგამძლე, დეკორატიული და 3D ეფექტის მქონე შპალერებით, რომლებიც სპეციალურად შექმნილია გარე გამოყენებისთვის.

ამ ვილის ექსკლუზიური და გამორჩეული ინტერიერი გადმოსცემს მფლობელის ხასიათს - სწორედ ამისკენ ისწრაფვის „რუმ დიზაინ სტუდიოს
გუნდი ყოველ პროექტზე მუშაობისას, სადაც მომხმარებლის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და სურვილი შერწყმულია ჩვენს უნიკალურ სტილთან
და ასახულია დამკვეთის საოცნებო ინტერიერში.

პროექტების სია     პროექტების სია
 

პროექტების სია     პროექტების სია

 

--> //